თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია კიდევ ერთი გრანდის რადარზე - როგორი იქნება კაპიტნის მომავალი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კიდევ ერთი ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Encestando-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელის დამატებით ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი, ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ არის დაინტერესებული. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა სააგენტო წერს, რომ „ოლიმპიაკოსს“ შეუძლია შენგელიას გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდა, რომელიც 1 მილიონ ევროს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ „ოლიმპიაკოსის“ გარდა შენგელიას ევროლიგის კიდევ რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მათ შორის „დუბაი ბასკეტბოლს“, „ფენერბაჰჩესა“ და „პარტიზანს“.

შენგელიამ, რომელსაც ოქტომბერში 35 წელი უსრულდება, მოსკოვის ცსკა-სთან, ბოლონიის „ვირტუსთან“ და „ბასკონიასთან“ ერთად არაერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ევროლიგის თასის აღმართვა ვერცერთხელ მოახერხა. შესაბამისად, კონტინენტის მთავარი ტიტულისთვის ბრძოლის კიდევ ერთმა შესაძლებლობამ მის გადაწყვეტილებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს