სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„მამუკელაშვილის კარიერაში პრაიმის დრო დადგა“ - California Post

ამერიკული გამოცემა California Post-ი „ლოს ანჯელეს ლეიკერსზე“ წერს. სტატიაში განხილულია, თუ ვინ უნდა იყოს „ლეიკერსის“ ძირითადი ხუთეულის მეხუთე წევრი ლუკა დონჩიჩთან, ოსტინ რივზთან, უოლკერ კესლერთან და ქუენთინ გრაიმსთან ერთად. ერთ-ერთ ვარიანტად სტატიის ავტორი ქობი ფრაისი სანდრო მამუკელაშვილს განიხილავს.

„მამუკელაშვილი ერთ-ერთია იმ 4 კალათბურთელიდან, რომლებსაც „ლეიკერსმა“ ოთხწლიანი კონტრაქტები გაუფორმა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად აფასებენ მას ორგანიზაციაში. ეს სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილებაა. 2021 წლის დრაფტის 54-ე პიკი, რომელსაც „ბაქსში“, „სპურსში“ და „რეპტორსში“ უთამაშია, კარგად ისვრის, არიგებს პასებს და ხსნის ბურთს ფარზე.

„ტორონტოში“ მას კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა - 11.2. ქულა (52.3%), 1.9 შედეგიანი გადაცემა, 0.8 ჩაჭრა და 0.5 დაფარება. მამუკელაშვილს აქვს შემტევი უნარების ისეთი ნაზავი, რომელიც იშვიათია მისი ფიზიკური პარამეტრების მქონე მოთამაშისთვის.

გასული სეზონის შემდეგ „ლეიკერსის“ მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა განაცხადა, რომ გუნდს დრიბლინგში, პასებსა და სროლაში გაუმჯობესება სჭირდება. მამუკელაშვილი ყველა ამ მიმართულებას გააუმჯობესებს. 27 წლის კალათბურთელი NBA-ში მეექვსე სეზონს ატარებს - მის კარიერაში პრაიმის დრო დადგა“.

ცნობისთვის, NBA-ის მორიგი სეზონი 20 ოქტომბერს აიღებს სტარტს, მამუკელაშვილის „ლეიკერსი“ კი 22 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ისრაელთან აჩვენა, რა შეუძლია მოუტანოს ლეიკერსს“ - ClutchPoints მამუკელაშვილზე
„ისრაელთან აჩვენა, რა შეუძლია მოუტანოს ლეიკერსს“ - ClutchPoints მამუკელაშვილზე