„მისი საქმე დარტყმების მოგერიება უნდა ყოფილიყო, მაგრამ...“ | ლივერპულის ექს-ფეხბურთელი მამარდაზე
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივენ უორნოკმა მერსისაიდელების მეკარეებზე ისაუბრა. უორნოკის მიხედვით, ლუკა ბრუგმანსის ტრანსფერი კლუბის მხრიდან ძალიან დიდი რისკია და გიორგი მამარდაშვილს მოსამატებელი აქვს.
„„ლივერპულს“, კელეჰერის სახით, ალისონის კარგი შემცვლელი ჰყავდა. კელეჰერი ძალიან მიყვარს. მან ალისონთან დიდი ხანი გაატარა და მისგან ბევრი რამ ისწავლა. კელეჰერს ნომერ პირველი მეკარეობა უნდოდა და საბოლოოდ, გუნდი დატოვა, რაც გასაგებია.
კელეჰერის წასვლის შემდეგ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი შეიძინა. ამ მომენტისთვის, ის ფეხით კარგად ვერ თამაშობს და ხელით თამაშის მხრივაც პრობლემები აქვს. მამარდაშვილი შეიძინეს მეკარედ, რომლის საქმეც დარტყმების მოგერიება უნდა ყოფილიყო. ეს საერთოდ სხვა სტილია, თუმცა როდესაც „ლივერპული“ ხარ, ხალხი შენგან ბურთზე დომინაციას ელოდება, რის გამოც მეკარე ფეხით კარგად უნდა თამაშობდეს, შეტევებს უნდა იწყებდეს და ვფიქრობ, მამარდაშვილი ჯერ ამ დონეზე არ არის.
„ლივერპულმა“ „გენკიდან“ ახალგაზრდა მეკარე შეიძინა. ჩემი აზრით, ეს სერიოზული რისკია, რადგან მან პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა და მის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადეს. თუმცა, ფაქტია, მასში რაღაც განსაკუთრებულს ხედავენ“.
ცნობისთვის, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მამარდაშვილს „ნოტინგემ ფორესტს“ უკავშირებდნენ, თუმცა „ლივერპულმა“ ქართველი მეკარე არ გაყიდა.