რეკორდული სეზონი | ბარსელონას შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა
Aa
Aa

რეკორდული სეზონი | ბარსელონას შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა

„ბარსელონამ“ 2025/26 წლების სეზონი რეკორდული შემოსავლით დაასრულა. დირექტორთა საბჭომ, გენერალურ სხდომამდე, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მიუხედავად, რომლებშიც „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციაც შედის, კლუბმა ზედიზედ მესამე სეზონი დაასრულა დადებითი ბალანსით.

„ფინანსური თვალსაზრისით, გასული სეზონი ასევე სარეკორდო შემოსავლებით გამოირჩეოდა და ისტორიაში პირველად 1 მილიარდი ევროს ნიშნულს გადააჭარბა. ეს ციფრი ძირითადად სტადიონის გამოყენებიდან მიღებული შემოსავლების ზრდით არის განპირობებული, ეს იმის ფონზე, რომ პირველ ნახევარში რამდენიმე მატჩი „ესტადიო ჟოან გამპერზე“ და „ესტადიო ოლიმპიკზე“ გაიმართა, ხოლო „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრებზე ტრიბუნების ტევადობა 42 000 მაყურებლით შეიზღუდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ბარსელონასთვის“ შემოსავლების ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წლის ბიუჯეტი თითქმის სრულად შესრულდა — ბიუჯეტისა, რომელიც სეზონის სტადიონზე დაწყებასა და თავიდანვე 60 000-იანი ტევადობის ათვისებას ითვალისწინებდა.

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „სპოტიფაი კამპ ნოუს“ დიდ მომავალ პოტენციალს, როდესაც იგი სრული დატვირთვით ამოქმედდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

„ბლაუგრანას“ სარეკორდო შემოსავალში წვლილი შეიტანა სხვა ფაქტორებმაც, როგორიცაა სპონსორობიდან მიღებული შემოსავლების უწყვეტი ზრდა და შვილობილი კომპანია BLM-ის მეშვეობით კლუბის ატრიბუტიკისა და მერჩენდაიზის გაყიდვებიდან მიღებული სარეკორდო ბრუნვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საქმე დარტყმების მოგერიება უნდა ყოფილიყო, მაგრამ...“ | ლივერპულის ექს-ფეხბურთელი მამარდაზე
„მისი საქმე დარტყმების მოგერიება უნდა ყოფილიყო, მაგრამ...“ | ლივერპულის ექს-ფეხბურთელი მამარდაზე