ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

ბელგიიდან ნიდერლანდებში - მერკვილაძეს ახალი კლუბი ჰყავს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას ნიდერლანდურ „დონარ გრონინგენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ ნიდერლანდურმა კლუბმა დაადასტურა.

„ეს მაღალი დონის კლუბია, პროფესიონალი მწვრთნელებითა და ხელმძღვანელობით. ამასთან ერთად, კლუბს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ამიტომ ეს ჩემი პროფესიული განვითარებისთვის კარგი ადგილია“, - განაცხადა მერკვილაძემ.

„გვიხარია, რომ ჯეიკობ კრიუსის წასვლის შემდეგ მოკლე ვადაში ვიპოვეთ კალათბურთელი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მერკვილაძეს BNXT ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოგვადგება“, - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა, ჯეისონ დურისომ.

ცნობისთვის, მერკვილაძე 2025 წლიდან ბელგიური „ოსტენდეს“ ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 17 წუთში 7 ქულას და 4 მოხსნას აგროვებდა.

აქვე გეტყვით, რომ „დონარი“ 1951 წელს არის დაარსებული და 7-ჯერ აქვს მოგებული ნიდერლანდების ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-ს რეიტინგი - საქართველომ ორი პოზიციით წაიწია წინ
FIBA-ს რეიტინგი - საქართველომ ორი პოზიციით წაიწია წინ