„კონტრაქტს ხელი მოაწერა, ბართიშვილი არსენალის ფეხბურთელია“ - ფაბრიციო რომანო
რამდენიმე წუთის წინ, ფაბრიციო რომანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრია ბართიშვილმა ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, ქართველმა ტალანტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში 2027 წლიდან შევა. ბართიშვილი „მეთოფეებში“ მას შემდეგ ითამაშებს, როცა ის 18 წლის გახდება (30 მარტიდან). კონტრაქტი ძალაში პირველი იანვრიდან შევა.
????????⚪️ Georgian talent Andria Bartishvili can be considered a new Arsenal player.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 4, 2026
Medical completed, contract set to be signed and deal formally sealed. ????????
Bartishvili will join #AFC first team in summer 2027 when he turns 18. pic.twitter.com/Kew2ZS8r3i
„გარიგება გუშინდელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ დასრულდა და ახლა ლონდონ კოლნიში (London Colney) ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს - მას საქართველოდან მომდევნო დიდ ტალანტად მიიჩნევენ“.
- ამბობს ფაბრიციო რომანო.
როგორც მოგეხსენებათ, ბართიშვილი „არსენალთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. „მეთოფეები“ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 4.5 მილიონ ევროს გადაიხდიან.
„არსენალში“ გადასვლამდე, ბართიშვილი რომელიც „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და იჯარით „იბერია 1999-ში“ თამაშობს, სავარაუდოდ სწორედ თბილისურ კლუბში ითამაშებს, რომელიც კონფერენს ლიგაზე გავიდა და ლიგის ფაზაზე ასპარეზობს. კონფერენს ლიგაზე „იბერია 1999“ „ცრვენა ზვეზდას“ (შინ), „კოპენჰაგენის“ (სტუმრად), „ხეტაფეს“ (შინ), „სენტ ტრუიდენის“ (სტუმრად), „მიალბის“ (შინ) და „იაბლონეცის“ (სტუმრად) წინააღმდეგ ითამაშებს.