მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„იმედია, დვალიშვილი მოიგებს, მაგრამ...“ - სონგ იადონგის პროგნოზი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩინელმა მებრძოლმა, სონგ იადონგმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი მომდევნო მეტოქე.

„შემდეგი მეტოქე? ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იანი-დვალიშვილის ჩხუბის შედეგზე და იმაზე, თუ როდის ჩაატარებს მომდევნო ბრძოლას მათ შორის გამარჯვებული. თუ მერაბი გაიმარჯვებს, მასთან შეხვედრა უფრო რეალურია.

თუ იანი გაიმარჯვებს, მას, როგორც წესი, ჩხუბების შემდეგ ტრავმები აქვს. თუ იანი მოიგებს და დიდ პაუზას აიღებს, მირჩევნია, ვეჩხუბო ნებისმიერს, ვისაც UFC შემირჩევს. მინდა, აქტიური ვიყო და ფორმა შევინარჩუნო.

ვინ მოიგებს საჩემპიონო ჩხუბს? იმედია, დვალიშვილი მოიგებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უპირატესობა იანის მხარესაა.


უმარი საჩემპიონო შანსები? ვფიქრობ, ეს პრობლემატური იქნება. ასეთი ბრუტალური ნოკაუტის შემდეგ დაბრუნება ძალიან რთულია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვი დაანოკაუტა. რაც შეეხება დვალიშვილი-იანის ჩხუბს, ის 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარს რეიტინგში უკუსვლა აქვს - ომალის მხოლოდ დვალიშვილი უსწრებს
უმარს რეიტინგში უკუსვლა აქვს - ომალის მხოლოდ დვალიშვილი უსწრებს