„მისი დანოკაუტება შემიძლია“ - სონგი ჩემპიონს დაემუქრა
გასულ შაბათს ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულმა სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლამ უმარ ნურმაგომედოვსა და სონგ იადონგს შორის უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ჩინელმა მებრძოლმა დაღესტნელი მეტოქე დაანოკაუტა, რამაც წონის რეიტინგშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. შთამბეჭდავმა გამარჯვებამ სონგი კიდევ უფრო გაათამამა და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში პიოტრ იანის დამარცხებაც შეუძლია.
სონგ იადონგი
პიოტრ იანთან რემატჩის ჩატარების დიდი სურვილი მაქვს. მას ორი წლის წინ დავუპირისპირდი და დავმარცხდი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი გახლდით. იანს საგრძნობლად არ ჩამოუვარდებოდი, რის გამოც ბოლომდე მჯერა, რომ მისი ნოკაუტში გაგზავნა შემიძლია.
ცნობისათვის, სონგ იადონგი და პიოტრ იანი 2024 წლის 9 მარტს შეხვდნენ და მაშინ რუსმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. კარიერის მანძილზე ჩატარებული 35 ბრძოლიდან 28 წლის ჩინელ მებრძოლს 24 ბრძოლა აქვს მოგებული, საიდანაც 10 ნოკაუტით, 4 საბმიშენით, 10 კი მსაჯების გადაწყვეტილებით დაასრულა.