გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„როდესაც აქ მოვდიოდი, გიორგიმ მითხრა, რომ...“ - ელიოტი ვალენსიაში გადასვლის მიზეზებზე

23 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჰარვი ელიოტი, რომელიც კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელებს, „ღამურების“ გვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებაში გიორგი მამარდაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ესპანეთში გადასვლამდე მან ქართველ მეკარეს „ვალენსიას“ შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა და მამარდაშვილმაც ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხა. ჰარვი ელიოტი „ლივერპულის“ საკუთრებაა და „ღამურებში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

რას ამბობს ელიოტი:

„გიორგიმ მითხრა, რომ გულშემატკივრები არაჩვეულებრივები არიან. როცა საქმე კარგად არ მიდის, ისინი მხარს გიჭერენ და ბოლომდე შენს გვერდით არიან. ხოლო როცა იგებ და კარგად თამაშობ, ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან, ვინც კი შეიძლება გყავდეს“.

„მან ასევე მითხრა, რომ ქალაქი საოცარია. ცოტა ვისაუბრეთ, თუმცა ბევრი კითხვის დასმა არ მინდოდა, რომ არ გამემჟღავნებინა, თუ რა ხდებოდა. მაგრამ გიორგიმ ძალიან დადებითად ისაუბრა ქალაქზე და, რაც მთავარია, კლუბზე. ძალიან აღფრთოვანებული ვარ და მოუთმენლად ველი, რომ ეს ყველაფერი თავად გამოვცადო“.

მაგრამ, აქ წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო. კარლოს კორბერანთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა, სადაც ვისაუბრეთ ჩემს მიზნებზე და იმაზე, თუ რას მოელის ჩემგან, როგორც ფეხბურთელისგან. სეზონის დასაწყისი რთული აღმოჩნდა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა“.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წელს გადავიდა და კლუბი 2025 წლის ივლისში დატოვა, როდესაც „ლივერპულის“ მოთამაშე გახდა. მერსისაიდულ გუნდში ტრანსფერი ჯერ კიდევ 2024 წელს შეთანხმდა, თუმცა 2024-25 წლების სეზონი მან იჯარის წესით კვლავ ესპანეთში გაატარა. მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჯამში 134 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს