შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამ ინფორმაციას კლუბთან დაახლოებული ინსაიდერი ავრცელებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეტალებზე საუბრობს.
როგორც ირკვევა, პსჟ-მა კვარაცხელიას ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა და წინადადება მაგიდაზე დევს. ქართველ ფეხბურთელს კლუბში ყველა აფასებს. ხვიჩას მენტალიტეტისა და მის მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, „პარი სენ-ჟერმენის“ სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას სურს, იგი პარიზული პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყოს.
???????? EXCL : Le PSG passe à l'action pour Khvicha Kvaratskhelia : une offre de prolongation est sur la table.
— Djamel ???????? (@Djaameel_) September 1, 2026
Apprécié de tous au club grâce à ses performances et sa mentalité, le staff comme la direction veulent en faire un pilier du projet parisien. ???????? pic.twitter.com/iAXOF2EcSW
კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით Paristeam.fr-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა: „პარი სენ-ჟერმენს არსად ეჩქარება. მათი მხრიდან ეს ნაბიჯი ძლიერი მესიჯის გაგზავნაა, რომელიც ასე იშიფრება: „კვარა“ პარიზული პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და კლუბს სურს, მომავალი მასთან ერთად შექმნას.
ხვიჩა ზუსტად ისეთი მოთამაშეა, როგორიც ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს. შესაბამისად, იმის ცოდნა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, ძალიან გვახარებს. ჯერჯერობით დოკუმენტები ხელმოწერილი არ არის და მოლაპარაკებები ახლა იწყება, თუმცა ერთი რამ ცხადია: პსჟ-ს სურს, კვარაცხელია მომდევნო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ჩვენ კი ნამდვილად გვაქვს სურვილი, რომ ხვიჩას პარიზული ისტორია გაგრძელდეს“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი გუნდს 2025 წლის იანვარში შეუერთდა და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა. „კვარა“ ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.