ოფიციალურად: ზაზა ფაჩულიას შვილმა ბარსასთან კონტრაქტი გააფორმა
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას შვილი საბა ფაჩულია კარიერას კატალონიის „ბარსელონაში'' გააგრძელებს. ინფორმაცია ზაზამ და საბამ Instagram-ში გამოაქვყნეს.
16 წლის საბა ფაჩულია საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მოთამაშეა.
2009 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. როგორც Scout Basketball-ზე ვკითხულობთ, საბა ფაჩულია მსუბუქი ფორვარდია, რომლის სიმაღლეც 1.98 მეტრია.
საბამ თავისი ქვეყნის სახელით 2026 წლის FIBA-ს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ითამაშა.
ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი შვილი, დავითიც კალათბურთელია, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია.