„ჩვენმა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს“ - ლუის ენრიკე ოქროს ბურთზე
„მონაკოსთან“ მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „ოქროს ბურთს“ ეხებოდა, ესპანელი სპეციალისტის პასუხი კი ასეთი გახლდათ:
„არ მაინტერესებს, ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს პსჟ-ს ფეხბურთელი უნდა იყოს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
ასევე გვყავს ფაბიან რუისი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გვყავს უსმან დემბელე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ შარშან მოიგო. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ესაა ჩემი პოზიცია, ზოგადად კი ინდივიდუალური ჯილდოები არ მაინტერესებს“.
რამდენიმე დღის წინ ბუკმეკერებმა „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. ჯილდოს მოგების აშკარა ფავორიტად „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი მიიჩნევა. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება. პრეტენდენტთა ტოპ-3-ში ასევე შედიან „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი და „რეალის“ ლიდერი კილიან მბაპე, ხოლო როდრისა („ბარსელონა“) და ხვიჩა კვარაცხელიას („პსჟ“) თანაბარი შანსები აქვთ.
აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტები 8 სექტემბერს გამოცხადდება. დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.