ოქროს ბურთი, ხავიერ ტებასი, როდრი
Aa
Aa

„ოქროს ბურთი ისევ როდრიმ უნდა მოიგოს“ - ხავიერ ტებასი

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ გასული სეზონის მიხედვით მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მოგება ისევ როდრიმ დაიმსახურა.

„მიუხედავად იმისა, რომ როდრის ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მან ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ვფიქრობ, როდრიმ „ოქროს ბურთის“ მოგება ისევ დაიმსახურა“.

რამდენიმე დღის წინ ბუკმეკერებმა „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. ჯილდოს მოგების აშკარა ფავორიტად „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი მიიჩნევა. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება. პრეტენდენტთა ტოპ-3-ში ასევე შედიან „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი და „რეალის“ ლიდერი კილიან მბაპე, ხოლო როდრისა („ბარსელონა“) და ხვიჩა კვარაცხელიას („პსჟ“) თანაბარი შანსები აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტები 8 სექტემბერს გამოცხადდება. დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს კვარაცხელია მოიგებს“ - მან. იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი
„არ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს კვარაცხელია მოიგებს“ - მან. იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი