კვარას და როდრის თანაბარი შანსები აქვთ - ოქროს ბურთის ფავორიტთა სია
ბუკმეკერებმა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგები/ფსონები განაახლეს.
ჯილდოს მოგების აშკარა ფავორიტად „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი მიიჩნევა. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება.
პრეტენდენტთა ტოპ-3-ში ასევე შედიან „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი და „რეალის“ ლიდერი კილიან მბაპე.
„ოქროს ბურთის“ ნომინანტები 8 სექტემბერს გამოცხადდება. დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოწინავე ხუთეული ბუკმეკერების ვერსიით:
1) ჰარი კეინი („ბაიერნი“) – 1.55
2) ლამინ იამალი („ბარსელონა“) – 5.00
3) კილიან მბაპე („რეალი“) – 6.50
4-5) როდრი („ბარსელონა“) - 8.50, ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“) - 8.50
ხუთეულის შემდეგ უკვე სხვა წევრებთან სხვაობა საგრძნობლად იზრდება.
6-10) ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), ფაბიან რუისი („პსჟ“), უსმან დემბელე („პსჟ“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“) - ყველა მათგანი 23.0