„ეს სექტემბერში მოხდება“ - ცნობილი ინსაიდერი თოფურიას დაბრუნებას აანონსებს
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ილია თოფურია, მალე საზოგადოების თვალთახედვის არეში დაბრუნდება. ამის შესახებ MMA-ის ინსაიდერი და მიმომხილველი, ალვარო კოლმენერო იტყობინება.
კოლმენერო თავის პოდკასტში ამბობს:
„ძალიან მალე, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ილია საჯარო სივრცეში დაბრუნებას აპირებს. ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად როგორ და რა ფორმით მოხდება ეს. ვიცი მხოლოდ ის, რომ ის საზოგადოების თვალთახედვის არეში სექტემბერში დაბრუნდება“.
„ივლისი ყველა ტრავმის მოშუშებასა და ყველა პროცედურის გავლას დაეთმო. აგვისტო შვებულების თვე იყო. სექტემბერში კი ის საზოგადოების თვალთახედვის არეში ბრუნდება“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯერ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მსუბუქი წონის ჩემპიონობაც იზეიმა. სამწუხაროდ, „ელ მატადორმა“ ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დაკარგა.