პალერმოს ჩელენჯერი | ეკო გორგოძე მერვედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე პალერმოს ჩელენჯერის პირველ წრეში ესპანელ ანე მინტეგი დელ ოლმოს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა.
პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და საქმე თაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ეკომ 7:3 იმარჯვა. მეორე სეტში გორგოძე 3:1-ს იგებდა, თუმცა ესპანელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 5 გეიმი აუღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად ისევ თაიბრეიქი გახდა საჭირო, სადაც გორგოძე 1:2-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ 6 გათამაშება აიღო და მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
მეორე წრეში გორგოძის მეტოქე მაროკოელი იასმინ კაბაჯი (271) იქნება, რომელმაც პირველ წრეში იტალიელი დებორა კიეზა 6:4, 6:1 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ პალერმოს ჩელენჯერის მოქმედი გამარჯვებული ბრიტანელი ფრანჩესკა ჯონსია.