რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„ვერც სინერი და ვერც ალკარასი ამას ვერ იზამს“ - საინტერესო შედარება ნადალთან

2025 წელს გრუნტის სეზონმა კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის დომინაციით ჩაიარა - ესპანელი და იტალიელი ჩოგბურთელების გზები ჯერ რომის მასტერსის, მოგვიანებით კი როლან გაროსის ფინალში გადაიკვეთა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება პირენეელს დარჩა. მოვლენების ასეთი სცენარიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც როგორც სინერი, ასევე ალკარასი უახლოეს მომავალში ამ საფარზე რაფაელ ნადალის დონეს გააუმჯობესებენ, რასაც წარსულში ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი რიშარ გასკე კატეგორიულად არ დაეთანხმა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ჯონ მაკინროი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ როლან გაროსზე იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი რაფაელ ნადალთან ფავორიტები იქნებოდნენ. ეს ხომ სრული სისულელეა, რადგან რაფა ამ ტურნირზე დაუჯერებლად მაღალ დონეზე ასპარეზობდა.

დარწმუნებული ვარ, ფორმის პიკზე მყოფი ნადალი საუკეთესო კონდიციებში მყოფ სინერსა და ალკარასს უპრობლემოდ მოუგებდა. როდესაც რაფას ამ საფარზე ვუპირისპირდებოდი, ორი გეიმის მოგებას ძლივს ვახერხებდი, რადგან ის მეტოქეებს ისე ამარცხებდა, რომ მატჩი საუკეთესო შემთხვევაში ოთხი სეტი გრძელდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში რაფაელ ნადალმა როლან გაროსი 14-ჯერ მოიგო, რითაც ამ ტურნირის ყველა დროის რეკორდსმენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი: შესაძლოა გაროსზე ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო
ჯოკოვიჩი: შესაძლოა გაროსზე ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო