ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბრიუსელის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა

ბრუსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 1354-ე ნომერს ალესიო ბასილეს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ბელგიელი დაწინაურდა და მე-4 გეიმში 3:1-ს იგებდა, თუმცა ამის შემდეგ, ქართველი გააქტიურდა და ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ 6:4.

მეორე სეტი შედარებით განსხვავებული იყო. ნიკოლოზი თავის ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდა და მეტოქის ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა.

ბასილაშვილმა ბრეიკი მე-5 გეიმში შეასრულა, 3:2 დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში როდიონოვსა და ჰერბერტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები