ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირის ძირითად ეტაპზე გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა და ძირითად ბადეში მოხვდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრაში, ფრანგი პიერ-უგო ერბერი 3:6, 6:3, 7:6 დაამარცხა. მანამდე მან ბელგიელ ალესიო ბასილეს სძლია.
ძირითადი ბადეში ბასილაშვილის პირველი მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის. მისი პოტენციური ოპონენტები შეიძლება იყვნენ მატეო არნალდი, კუენტინ ალისი, დანიელ ალტმაიერი, სებასტიან ბაესი ან პედრო მარტინესი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ნიკოლოზი პროფესიონალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში, 101-ე ადგილზეა.