ვალენტინ ვაშერო
Aa
Aa

ვაშერო ისტორიაში შევიდა | მასტერსი მოიგო და 164 პოზიციით დაწინაურდა

შანხაის მასტერსის ფინალში არტურ რინდერკნეში ვალენტინ ვაშეროსთან სამ სეტში 4:6, 3:6, 3:6 დამარცხდა.

26 წლის ვაშერო აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ შვიდ მატჩში გამოვიდა გამარჯვებული, მან ATP-ის ტიტული პირველად მოიგო.

აღსანიშნავია რომ ტურნირის დაწყებამდე 204-ე ჩოგანი იყო, რაც რეკორდია: რეიტინგში ასე დაბალ საფეხურზე მყოფს მასტერსი არასდროს მოუგია. რეიტინგში 164 ადგილით დაწინაურდა, ახლა მსოფლიოში მე-40 ჩოგანია. ვაშერომ ბორნა ჩორიჩის რეკორდი გააუმჯობესა, 2022 წელს ცინცინატის მასტერსის ფინალში ჩორიჩმა სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. ტურნირის დაწყებისას ჩორიჩი მსოფლიო რეიტინგში 152-ე იყო.

ვაშეროსთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტია გამოსაყოფი, ნახევარფინალში ვაშერომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა (6:4, 6:3), თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სერბი ტრავმით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები