ვალენტინ ვაშერო, არტურ რინდერკნეეში
Aa
Aa

ბიძაშვილების ფინალი - შანხაის მასტერსზე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა

საჩოგბურთო სამყაროში მეტად საინტერესო მატჩი გველოდება. შანხაის მასტერსის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგი ნათესავები ითამაშებენ.

ნახევარფინალურ სტადიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP რეიტინგის 204-ე ნომერს ვალენტინ ვაშეროს უპირისპირდებოდა და ორ სეტში 3:6 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოლე ტრავმით თამაშობდა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ დანილ მედვედევი და არტურ რინდერკნეში თამაშობდნენ. გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა, რომელმაც რუსს სამ სეტში 4:6 6:2 6:4 აჯობა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ რინდერკნეში და ვაშერო ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ჩოგბურთის ისტორიაში გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ და საინტერესო ფინალს იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები