სინერი ექვსი მეფის ტურნირის გამარჯვებულია - ფინალში ალკარასს მოუგო
იტალიელმა იანიკ სინერმა ექვსი მეფის ტურნირის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა და საუდის არაბეთში გამართული ტურნირი მეორედ მოიგო.
პირველ სეტში ალკარასმა ორი გეიმი თავის ჩაწოდებაზე დათმო, რის შედეგადაც სეტი სინერმა დამაჯერებლად, 6:2 მოიგო. მეორე სეტში მაყურებელმა უფრო დაძაბული ბრძოლა იხილა, თუმცა ამჯერადაც მეშვიდე გეიმი ესპანელმა თავის ჩაწოდებაზე წააგო, რის შემდეგაც იტალიელმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
JANNIK SINNER DEFEATS CARLOS ALCARAZ IN STRAIGHT SETS #AlcarazSinner pic.twitter.com/sLJAceaoHf
— Netflix (@netflix) October 18, 2025
ცნობისთვის, ექვსი მეფის ტურნირი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 2024 წლიდან იმართება და წლევანდელი გათამაშების მსგავსად, შარშანაც გამარჯვებული სწორედ იანიკ სინერი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტეილორ ფრიცი დაუპირისპირდნენ - სერბმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ტაიბრეიქზე დათმო, შემდეგ კი ტრავმის გამო მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.