6 მეფის ტურნირი - ჯოკოვიჩი დანებდა, ფრიცი მესამე ადგილზე გავიდა
ექვსი მეფის ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ტეილორ ფრიცი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება ამერიკელს დარჩა, რომელმაც პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტი აღარ ჩატარებულა.
ამის მიზეზი ლეგენდარული სერბის ტრავმა გახდა, რომელიც დანებდა და მატჩი ვეღარ გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ნოვაკი იანიკ სინერთან 4:6 2:6 დამარცხდა, ხოლო ფრიცი 4:6 2:6 კარლოს ალკარასთან.
ფინალში ერთმანეთს, როგორც ბოლო პერიოდში ხშირად - კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი უპირისპირდებიან. ცნობისთვის, ექვსი მეფის ტურნირის ჩემპიონი ჯამში 6 მილიონ დოლარს მიიღებს.