ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

„მოქმედი მოთამაშეები არ უხსენებია“ - ჯოკოვიჩის იდეალური ჩოგბურთელი

ნოვაკ ჯოკოვიჩს სხვადასხვა ჟურნალისტებთან ურთიერთობა იშვიათად უწევს და ის მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს მხოლოდ სხვადასხვა ტურნირების დაწყებამდე, ან დასრულების შემდეგ პასუხობს. თუმცა, ამჯერად ვეტერანმა სერბმა ჩოგბურთელმა ტრადიცია დაარღვია და ერთ სახალისო ინტერვიუს დათანხმდა, რომლის მსვლელობისასაც სხვადასხვა კომპონენტებში საუკეთესოების დასახელებით, ნოლემ იდეალური ჩოგბურთელი შეადგინა. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ამ ტესტის გაკეთებისას, ჯოკოვიჩს ერთი მოქმედი მოთამაშეც კი არ უხსენებია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

მე რაც მინახავს ბურთს ყველაზე კარგად ჯონ ისნერი აწვდიდა. ფორჰენდს იდეალურად როჯერ ფედერერი ფლობდა, ხოლო ბექჰენდში მოწოდების სიმაღლეზე ანდრე აგასი იყო. მენტალურად ყველაზე ძლიერ ჩოგბურთელად თუ ვინმე ფიქრობს, რომ საკუთარ თავს დავასახელებ, ძალიან ცდება, რადგან ასეთი რაფაელ ნადალი გახლდათ. საჰაერო დარტყმებში საუკეთესოდ ავსტრალიელ პატრიკ რაფტერს ვიტყოდი, ფეხით კი ბიორნ ბორგი გამოირჩეოდა. რაც შეეხება საჩოგბურთო ინტელექტს, ამ მხრივ ბორის ბეკერს ვერავინ შეედრებოდა.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველა დროის რეკორდსმენია - მან 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარიერა მეორედ დავიწყე“ - რაში დახარჯა ვაშერომ საპრიზო თანხა
„კარიერა მეორედ დავიწყე“ - რაში დახარჯა ვაშერომ საპრიზო თანხა