კარგად ნაცნობი მეტოქე - ბრიუსელში ბასილაშვილის მოწინააღმდეგე ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითად ბადეში მოხვდა.
დღეს გაიმართა წილისყრა, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდა, თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში.
ნიკოლოზის პირველი მეტოქე ფრანგი ქუენტინ ჰალისი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი და ჰალისი კარიერაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და სამჯერ ქართველმა მოიგო. ის მატჩი, რომელიც ნიკოლოზმა წააგო ბოლომდე არ დასრულებულა. ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და იმ დროს დანებდა, როცა სეტებს შორის ანგარიში 1:1 იყო.
ცნობისთვის, ქუენტინ ჰალისისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მომავალი დაპირისპირება 15 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 13:00-დან დაიწყება.