ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

დიდი სენსაცია შანხაიში - ჯოკოვიჩს 204-ე ჩოგანმა მოუგო

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე საჩოგბურთო მასტერსზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში რეიტინგის 204-ე ნომერ ვალენტინ ვაშეროსთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სერბი თითქმის მთელი მატჩი ტკივილის ფონზე ასპარეზობდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ტრავმირებული იყო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვაშეროსთვის ეს ტოპ-ათეულის წარმომადგენელთან პირველი გამარჯვება იყო.

რაც შეეხება ნოლეს, ის ამაზე დაბალი რეიტინგის მქონე მოწინააღმდეგესთან კარიერაში ორჯერ დამარცხებულა - პირველად 2010 წელს ბელგრადში 319-ე პოზიციაზე მყოფ ფილიპ კრაინოვიჩან და მეორედ ამავე წელს, 293-ე ადგილოსან რეილი ოპელკასთან ბრისბენში. ამ მოგებით ვაშერო გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელი, რომელმაც შანხაის მასტერსის ფინალში გასვლა მოახერხა. აქამდე მასტერსის სერიებში მისი საუკეთესო შედეგი მეორე წრეში გასვლა, რომელსაც მშობლიურ მონტე-კარლოში მიაღწია.

გადამწყვეტ მატჩში ჯოკოვიჩის მძლეველი ვალენტინ ვაშეროს მეტოქე დანილ მედვედევსა და მის ბიძაშვილს, არტურ რინდენკრეშს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მიზეზებს იგონებს, სისულელეა“ - სინერმა ზვერევს უპასუხა
    „მიზეზებს იგონებს, სისულელეა“ - სინერმა ზვერევს უპასუხა