იანიკ სინერი
Aa
Aa

ორი ფინალის წაგების მიუხედავად - სინერმა ჯოკოვიჩს გაუსწრო

კორტზე დაბრუნებულმა იანიკ სინერმა მოკლე პერიოდში კარლოს ალკარასთან ორი ფინალი წააგო, თუმცა მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ლიდერის პოზიციას მაინც ინარჩუნებს, რითაც ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩის მიღწევა გააუმჯობესა. პირველი ჩოგნის ამპლუაში იტალიელმა ზედიზედ 54-ე კვირა დაიწყო და ამ მხრივ სწორედ სერბს გაუწრო.

ATP-ის რეიტინგის ისტორია 1973 წლის 23 აგვისტოდან იწყება და მას შემდეგ მხოლოდ სამი ჩოგბურთელი იყო ისეთი, რომელთაც პირველ პოზიციაზე ზედიზედ გატარებული კვირების რაოდენობით სინერზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. რეკორდსმენთა სიას სათავეში როჯერ ფედერერი (237 კვირა) უდგას, მეორე პოზიციას ჯიმი კონორსი (160) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ლეიტონ ჰიუიტია (75).

ცნობისათვის, დოპინგ-სკანდალით გამოწვეული დისკვალიფიკაციის შემდეგ, იანიკ სინერი აქტიურ სპორტს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და კარლოს ალკარასთან ფინალი ჯერ რომის მასტერსზე, შემდეგ კი 2025 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერის 26-მატჩიანი სერია დასრულებულია - ალკარასის მე-19 ტიტული
სინერის 26-მატჩიანი სერია დასრულებულია - ალკარასის მე-19 ტიტული