სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

NBA-დან ევროპაში? | მამუკელაშვილს ბერძნული გრანდი აკვირდება

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა შესაძლოა კარიერა ევროპაში გააგრძელოს - ბერძნული მედიის ცნობით, მისით „პანათინაიკოსია“ დაინტერესებული.

ერთ-ერთ ბერძნულენოვან Youtube-პოდკასტში მამუკელაშვილზე ცნობილმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა, სოტირის ვეტაკისმა ისაუბრა.

„მამუკელაშვილის „ქეისი“ ძალიან საინტერესოა. მას ეწურება კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც 2.1 მილიონ დოლარს იღებდა. მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტია და, ვფიქრობ, თუ ის NBA-ში გუნდს ვერ იპოვის, თავისუფლად დაიმკვიდრებს სახელს ევროპაში.

ვფიქრობ, მისი უნარები „პანათინაიკოსს“ გამოადგება. ასევე ცნობილია, რომ დიმიტრის იანაკოპულოსს [ბერძენი ბიზნესმენი, „პანათინაიკოსის“ მფლობელი] არაერთხელ უთქვამს, რომ მამუკელაშვილი მისი ერთ-ერთი ფავორიტი კალათბურთელია“.

ცნობისთვის, „პანათინაიკოსი“ საბერძნეთის 40-გზის ჩემპიონი და ევროლიგის 7-გზის გამარჯვებულია. 2024-2025 წლების ევროლიგის რეგულარული სეზონი „პაომ“ მე-3 ადგილზე დაასრულა, ხოლო „ოთხთა ფინალში“ მე-4 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი შერმადინის ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა
გიორგი შერმადინის ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა