ლუის ენრიკე: გუნდში ბოსი მე ვარ! ნუ ნერვიულობთ!
ლუის ენრიკემ „ანჟერთან“ მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა განვლილი შეხვედრა და გუნდის მდგომარეობა შეაფასა.
„უკვე ვისაუბრეთ ამ თამაშის სირთულეზე, რადგან მეტოქე ძალიან დაბალი ბლოკით (უკან დაწეული დაცვის ხაზი) იყო და კარგად იცავდა თავს. ეს იყო რთული მატჩი. ყველაზე ცუდი მაინც მოედნის მდგომარეობა აღმოჩნდა, რაც წინასწარ ვიცოდი. მაგრამ ის კიდევ უფრო ართულებდა საქმეს. მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რომ ამაზე ფიქრი გვერდზე გადადეს. სწორედ ფიზიკური მომზადებისა და ტექნიკის წყალობით შეძლეს მატჩის მოგება.
ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან კარგად ვართ მზად. მოედნის ხარისხი ხელს უშლიდა, რომ უფრო ცხადად და ეფექტურად შეგვეტია კარის წინ. არ ვარ შეშფოთებული. ეს გამარჯვება დამსახურებული იყო. პირველი 20 წუთი რთული იყო, მაგრამ დანარჩენი დროის განმავლობაში მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშს. სეზონი განსხვავებულად დაიწყო, თუმცა მე ბედნიერი და თავდაჯერებული ვარ.
ვინ შეასრულებს პენალტებს? გუნდში ბოსი მე ვარ! ნუ ნერვიულობთ! მე ვარ ის ვინც დამრტყმელს გამოავლენს. ბოლოს მაინც მე ვწყვეტ. ბევრი შემსრულებელი გვყავს, მაგრამ არჩევანს მე ვაკეთებ.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ გასული სეზონი და მოგებული 5 ტიტული სწრაფად დავივიწყოთ. ეს წარსულია და მომავალზე ფიქრია საჭირო. კიდევ უნდა მოვიგოთ ტიტულები. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პოტენციალი კიდევ აქვს. მე ამბიციური ვარ, მოტივირებული და ვცდილობ ეს ყველაფერი გუნდს გადავცე“.