„ვალდებულები ვართ, მოვიგოთ“ - ენრიკე ლიონთან მატჩის წინ
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საჩემპიონო ბრძოლაზე, დატვირთულ კალენდარსა და „ბაიერნთან“ დაგეგმილ ნახევარფინალებზეც ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი სტანდარტებია, ამიტომ საუკეთესო უნდა იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თუ ეს ბალანსი დაირღვა, პრობლემები გექნება. „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვაჩვენეთ, რომ კონკურენცია შეგვიძლია.
„ბაიერნი“ ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვართ. რთულია წინასწარ რამის პროგნოზირება. გვიხარია, რომ ნახევარფინალში ვართ და წინ ორი დიდი მატჩი გველოდება.
ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ ნახევარფინალში, რითაც ძალიან ვამაყობთ, თუმცა მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც საკუთარი პოტენციალის სჯერა. ვიცით, რომ უმაღლეს დონეზე დარჩენა ძალიან რთულია, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.
ვალდებულები ვართ, „ლიონს“ მოვუგოთ. გუშინ „ლანსმა“ გაიმარჯვა, ამიტომ მომდევნო 3 თამაში უნდა მოვიგოთ და დასახულ მიზანს მივუახლოვდეთ. ფეხბურთელების მდგომარეობას ვაკვირდებით და ვცდილობთ, გადამწყვეტი მატჩებისთვის ყველა კარგ ფორმაში იყოს“.
ცნობისთვის, პსჟ-ლიონის მატჩი ხვალ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის პარიზული გუნდი მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“ 1 ქულით უსწრებს და 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.