RMC Sport: ცნობილია მენდეშის და დუეს ტრავმების სიმძიმე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, პარი სენ ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, პარიზული გრანდის ორმა ლიდერმა ტრავმა მიიღო. 38-ე წუთზე დაზიანების გამო ლუის ენრიკემ ნუნუ მენდეში(ბარძაყის კუნთი დაიზიანა) გაიყვანა.
52-ე წუთზე კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს დეზირე დუე დაემტვრა(მუხლის არეში დაზიანება), რომელიც ესპანელმა სპეციალისტმა ბარკოლათი ჩაანაცვლა.
დღეს ორივე ფეხბურთელს გამოკვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ მათი დაზიანებები სერიოზული არ არის და გუნდს სულ მალე შეუერთდებიან. ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.
მიუხედავად ამისა, გამოცემა წერს, რომ დუეს და მენდეშის სათამაშო დრო მომავალ მატჩებში მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, რადგან პარიზული კლუბის სამედიცინო პერსონალს გართულებების თავიდან აცილება სურს.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ლიონს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.