ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, რაფინია
Aa
Aa

მბაპესა და რაფინიას ჩამორჩება | კვარაცხელიას სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდი მეოთხედფინალში „ლივერპულს“ შეხვდა და პარიზელებმა გიორგი მამარდაშვილი და კომპანია ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხეს (2:0, 2:0).

„კვარამ“ „წითლების“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა. Opta-ს მიხედვით, მას შემდეგ, რაც კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა (2025 წლის იანვარი), მან ჩემპიონთა ლიგაზე 18 საგოლე მოქმედება მიითვალა (11 გოლი, 7 შედეგიანი გადაცემა). ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ამ პერიოდში მასზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს — კილიან მბაპეს.

კვარაცხელიამ 18 საგოლე მოქმედებიდან 12 (8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა) პლეიოფის მატჩებში შეასრულა. რაფინია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 2025 წლის იანვრიდან დღემდე პლეიოფის შეხვედრებში ხვიჩაზე უკეთესი შედეგი აქვს — მის ანგარიშზე 13 საგოლე მოქმედებაა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქის ვინაობა მომდევნო საათებში გაირკვევა. ლუის ენრიკეს გუნდი „ბაიერნისა“ და „რეალის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
    „მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე