ბოლო ცნობები ალისონზე - მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოსვლა „პარი სენ-ჟერმენთან“ მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა. როგორც პარიზში, ასევე „ენფილდზე“ მერსისაიდული კლუბის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომლის გამოსვლასაც ბრიტანული პრესა არაერთგვაროვნად აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ გაშვებულ ბურთებში განსაკუთრებული ბრალი არ მიუძღვოდა, ქართველი მეკარის ასპარეზობა მაინც უარყოფითად ფასდება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხშირად იწერება ტრავმირებულ ფეხბურთელებზე და ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც ყურადღება ალისონის მდგომარეობაზე გამახვილდა და უკვე ასი პროცენტით გარკვეულია, რომ ბრაზილიელი კვირასაც ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილი თავის პირველ ლივერპულურ დერბის ჩაატარებს და „ევერტონთან“ სტუმრად გასამართ მატჩში „წითლების“ კარს ის დაიცავს.
ცნობისათვის, ალისონის მსგავსად, კვირას გამორიცხულია პსჟ-სთან დაშავებული უგო ეკიტიკეს ასპარეზობაც, რომელმაც იმდენად სერიოზული ტრავმა მიიღო, რომ თუ ოპერაციის გაკეთება გადაწყდება, ფრანგ ფორვარდს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. „ევერტონი“ - „ლივერპულის“ მატჩი კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.