საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რუმინეთთან დაგეგმილი მატჩის შემდეგ, ცნობილი გახდა მეორე მეტოქის ვინაობაც, ჩვენი გუნდი ბაჰრეინს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ინფორმაცია ბაჰრეინთან მატჩის შესახებ ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს  დაადასტურა.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია: ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება''.

შეგახსენებთ, მარტის თვეში ვილი სანიოლის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან 2:2 ითამაშა, შემდეგ კი სტუმრად ლიეტუვას მოუგო - 0:2.

2024 წლიდან მოყოლებული ბაჰრეინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბოსნიელი დრაგან ტალაიჩია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 27 მატჩი გამართა: 9 მოგება, 6 ფრე, 12 მარცხი. 2024 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ავსტრალიას სტუმრად მოუგეს (0:1), შინ კი ავსტრალიასთან ფრედ ითამაშეს.

ბაჰრეინის ეროვნული ნაკრები მეტწილად შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ევროპაში მხოლოდ ორი ლეგიონერი ჰყავს: 17 წლის ნახევარმცველი საიედ აჰმედ ალ-ვადაი (ვილიარეალის აკადემიის ფეხბურთელია) და 32 წლის ცენტრფოვარდი აბდულა იუსუფ ჰელალი (ჩეხეთის უმაღლესი ლიგის ბოჰემიანსი). ასევე, ლეგიონერთა სიაში არიან: მოზეს ატედე (მალაიზიის კუჩინგ სიტი), საიედ დჰია საიდი (ქუვეითური ალ-სალმია), კომაილ ალ-ასვადი (ქუვეითური ალ-არაბი), მოჰამედ მარჰუნი (ქუვეითის კლუბი ქუვეითი), მაჰდი ალ-ჰუმაიდანი (ქუვეითური ალ-ქადსია), მაჰდი აბდულჯაბარი (ერაყული ნაფთ მისანი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი