პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

L’Équipe: პსჟ-ს ძირითადში გარანტირებული ადგილი აღარავის ექნება

მას შემდეგ, რაც პარი სენ ჟერმენში ახალმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდში სასტარტო შემადგენლობის მუდმივი როტაციის პოლიტიკის დანერგვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Équipe წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენში“ აღარ იარსებებს ფეხბურთელებისთვის გარანტირებული ადგილი სასტარტო თერთმეტეულში. შესაბამისად, გუნდის ლიდერებსაც კი, მათ შორის უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას, კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად მოუწევთ თამაში.

L’Équipe-ის ცნობით, თუ ფეხბურთელი შეხვედრაში სათანადოდ ვერ გამოიყურება, ლუის ენრიკეს შეუძლია ის ჯერ კიდევ პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალოს. ამასთან, მწვრთნელი საჭიროების შემთხვევაში მოთამაშეს საერთოდ დატოვებს განაცხადს მიღმა ან დასვენებას მისცემს.

ამ პოლიტიკის ერთადერთი გამონაკლისი, წყაროს თანახმად, ვიტინიაა. პორტუგალიელი ნახევარმცველი ენრიკეს სათამაშო მოდელის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევა და მწვრთნელის იდეების მოედანზე განხორციელების გარანტად განიხილება.

კლუბში ამ მიდგომის მიზნად ფეხბურთელებისთვის კომფორტის ზონის დარღვევა და მუდმივი კონკურენციის შენარჩუნება სახელდება. ამასთან, მუდმივი როტაცია „პარი სენ-ჟერმენს“ მეტოქეებისთვისაც ნაკლებად პროგნოზირებადს გახდის.

L’Équipe-ის ცნობით, პარიზულ კლუბში ამ პოლიტიკის შესაძლო რისკებიც ესმით — მკაცრმა როტაციამ შესაძლოა ვარსკვლავების უკმაყოფილება ან ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები ლუის ენრიკეს ახალ მიდგომას ამ ეტაპზე დადებითად იღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: “მარსელთან კვარაცხელიამ და დემბელემ უნდა გაიბრწყინონ“
ფრანგული მედია: “მარსელთან კვარაცხელიამ და დემბელემ უნდა გაიბრწყინონ“