გიორგი გაგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ხორხელი
Aa
Aa

ქართველების დერბი და ფრე - ხორხელმა ასისტი შეასრულა

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველების დერბი შედგა. გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ საკუთარ მოედანზე გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის „სპარტაკ ტრნავვას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ქართველებიდან შედეგიანი მატჩი მხოლოდ ხორხელს ჰქონდა. 85-ე წუთზე, როდესაც „სპარტაკი“ 2:1 მარცხდებოდა, ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის მცველების შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა და მეჰმეტის გაატანინა. შედეგად, ლუკა ხორხელმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი გაგუამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი მოისწრაფიშვილი კი მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან 78-ე წუთიდან გაიყვანა.

9 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ 20 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, „სპარტაკ ტრნავა“ კი 18 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მაგარი მატჩი ლევანტესთან - გაიტანა და დუბლთან ახლოს იყო
მიქაუტაძის მაგარი მატჩი ლევანტესთან - გაიტანა და დუბლთან ახლოს იყო