არმან ცარუკიანი
Aa
Aa

რატომ მოხსნეს ცარუკიანი რეისიდან | American Airlines-ის ოფიციალური განცხადება

არმან ცარუკიანი და მისი მეგობრები ლოს-ანჯელესიდან ფილადელფიაში მიმავალი რეისიდან მოხსნეს. ჟურნალისტი ადამ ზუბაირაევის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ცარუკიანის ერთი მეგობრის მიერ აფრენისას ტელეფონით სარგებლობა გახდა, მეორემ კი მაგიდა არ დაკეცა.

მომხდარის შემდეგ American Airlines-მა, რომლის თვითმფრინავიდანაც ცარუკიანი მოხსნეს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კომპანიის თქმით, მგზავრებმა ფედერალური რეგულაციები არ დაიცვეს და ეკიპაჟის წევრების ინსტრუქციას არ დაემორჩილნენ.

„16 აპრილს American Airlines-ის რეისი 513 ლოს-ანჯელესის აეროპორტის გასასვლელში დაბრუნდა იმ მგზავრების გამო, რომლებიც ფედერალურ რეგულაციებს არ დაემორჩილნენ. უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და მგზავრებისგან ველით, რომ ბორტზე ყოფნისას ისინი ეკიპაჟის ინსტრუქციებს დაემორჩილებიან, მათ შორის — თავიანთ ადგილებზე ისხდებიან, როდესაც თვითმფრინავი ჩასასხდომი სივრციდან ასაფრენი ბილიკისკენ მიემართება.“

როგორც ჩანს, არმანი და მისი მეგობრები ტელეფონით კი არ სარგებლობდნენ, სკამზე არ ისხდნენ და ფეხზე იდგნენ მაშინ, როდესაც თვითმფრინავი მოძრაობდა და ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის წევრებმა მათ სთხოვეს, თავიანთ ადგილებზე დამსხდარიყვნენ და უარის შემდეგ ზომები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი ფილადელფიაში RAF-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ბორტიდან მოხსნის შემდეგ არმანმა კერძო თვითმფრინავი დაიქირავა და დანიშნულების ადგილას ასე ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო წამებზე პატრიარქს ვთხოვე, ჩემთვის ძალა მოეცა“ | ეთერ ლიპარტელიანის კომენტარი
„ბოლო წამებზე პატრიარქს ვთხოვე, ჩემთვის ძალა მოეცა“ | ეთერ ლიპარტელიანის კომენტარი