ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

რატომ არის ელ მატადორი განსაკუთრებული | მერაბმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონს ინტერვიუ მისცა. „მაითი მაუსი“ და „მანქანა“ ბევრ თემას შეეხნენ და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზეც ისაუბრეს.

„ილიასთან ბევრჯერ მივარჯიშია და იმდენად მაგარი მებრძოლია, შოკში ვვარდები ხოლმე. კრივის საოცარი ტექნიკა, ძალიან ძლიერი დარტყმები და მაგარი კომბინაციები აქვს. არის მომენტები, როდესაც დარტყმა ხვდება, მაგრამ ბევრად ძლიერი დარტყმებითა და კომბინაციებით გპასუხობს, რის შემდეგაც ეცემი და იძინებ — ვერავინ დაგეხმარება. მან იცის, როდის გაუშვებ დარტყმას და ხვდება, რა კონტრშეტევით უნდა გიპასუხოს.

ვფიქრობ, ილიამ უფლისგან საჩუქრად ძალა მიიღო. ეს მხოლოდ დარტყმებს არ ეხება — ჭიდაობასთან მიმართებითაც იგივე ხდება. იმდენად ძლიერია, ხელი რომ მოგკიდოს, ყველაფერი დასრულებულია. თოფურია განსაკუთრებულია, რადგან ყველაფრის კომბინირებას ახდენს: ძალიან ჭკვიანია, წარმატებასაა მოწყურებული, უაღრესად შრომისმოყვარეა, ძალიან ტექნიკურია და იცის, რას აკეთებს.

თოფურია ყველაფერს ზუსტად ხვდება. დაბალი დგომი აქვს, თეიქდაუნი რომ სცადო, დაგიბლოკავს და პარტერში გადასვლის უფლებას არ მოგცემს. მას სურს, რომ კრივის სტილში გეჩხუბოს და თუ აყევი, სერიოზულ შეცდომას დაუშვებ. თუ ამას გააკეთებ, აუცილებლად დაგანოკაუტებს. პარტერში რომც გადახვიდე და გრეპლინგი სცადო, ამ მხრივაც ძალიან მაგარია და შესანიშნავი ჯიუ-ჯიცუ აქვს. იმდენად ჭკვიანია, რომ ენერგიას ჭიდაობასა და გრეპლინგზე არ ხარჯავს. ფინიშს ეძებს და ელოდება, კომბინაციის განხორციელების შანსი როდის მიეცემა. ილია განსაკუთრებულია.“

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით, 19 აპრილს მერაბი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობის ორგანიზაცია) ეგიდით გაიმართება და „მანქანა“ ეცდება, ოლიმპიური ჩემპიონი თავისსავე სპორტში დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე