ოფიციალურად შეატყობინეს, რომ არ გაუშვებენ | ბოლო ინფორმაცია ალისონზე
„ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი „იუვენტუსის“ მთავარი სამიზნე იყო. „ბებერმა ქალბატონმა“ ბრაზილიელ მეკარესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, „წითლები“ მის გაშვებას არ აპირებენ.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლივერპულმა“ ალისონს ოფიციალურად შეატყობინა, რომ მისი დატოვება სურს. მერსისაიდელებს მომდევნო სეზონში მისი იმედი აქვთ და მათ არ სურთ ზაფხულში, მოჰამედ სალაჰისა და ენდრიუ რობერტსონის შემდეგ, კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაკარგონ.
რომანოს ინფორმაციას იტალიური გამოცემებიც ადასტურებენ. მირკო დი ნატალეს მიხედვით, ალისონის გაფორმების შანსი ძალიან მცირეა და „იუვენტუსი“ რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს: ალექს მერეტი, დავიდ დე ხეა, გიორგი მამარდაშვილი, ალექსანდრ ნუბელი, გულიელმო ვიკარიო.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილსა და „იუვენტუსზე“ აქამდეც დაიწერა. იტალიურ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ „ბიანკონერიმ“ ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ კლუბებს შორის სერიოზული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.