„ეს აუცილებლად მოხდება“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი ილია-გეიჯის ბრძოლაზე
UFC-ის ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, ალექსანდრ ვოლკანოვსკი არ ფიქრობს, რომ მსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გამაერთიანებელი ბრძოლა ხანგრძლივი იქნება.
„როგორც კი გეიჯი გაიხსნება, როგორც კი შეეცდება წინ წასვლას და დარტყმების სერიების დაწყებას, ვფიქრობ, ილია მეტისმეტად ზუსტი აღმოჩნდება და უბრალოდ გამოიჭერს მას. ვთვლი, რომ თოფურია საკმარისად ფრთხილი და დაცვაში კარგია იმისთვის, რომ ჯასტინ გეიჯის არცერთ მახეში არ გაებას. და როგორც კი გეიჯი გაიხსნება - თამაში დასრულდება. ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს. მაშინვე, როგორც კი ის გაიხსნება. და მეჩვენება, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
შეეცდება თუ არა გეიჯი ყრუ დაცვაში ჩაკეტვას და ილიას გვიან რაუნდებში გადაყვანას, რათა მას დამრტყმელი ძალა დაუკარგოს? იქნება თუ არა ეს მისი მიდგომა? არ ვიცი. შესაძლოა, რაღაც მომენტამდე ასეც იყოს, სანამ არ აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როცა გახსნა მოუწევს, ილია კი მას მაინც გამოიჭერს. ვფიქრობ, რომ ილია ნოკაუტით გაიმარჯვებს. ის ფავორიტი ტყუილად არ არის. თანაც ეს შეიძლება უკვე ადრეულ რაუნდებში მოხდეს. თუ ჯასტინ გეიჯი ძალიან ფრთხილად იმოქმედებს, ბრძოლა შესაძლოა მეორე, ან თუნდაც მესამე რაუნდშიც გადავიდეს. მაგრამ როგორც კი გეიჯი გაიხსნება, თქვენ ფინიშს იხილავთ“,
- განაცხადა ავსტრალიელმა თავის YouTube-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
სატიტულო ბრძოლა მსუბუქ წონაში „ელ მატადორსა“ და „ჰაილაითს“ შორის 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.