„ამ დროს ყველაზე საშიში ვხდები“ - გეიჯის კომენტარი ილიასთან ბრძოლამდე
UFC Freedom-ის უპრესტიჟულესი ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ბუნებრივია, დუღილის ტემპერატურა და დაძაბულობა დღიდან დღემდე მატულობს. მთავარი ორთაბრძოლის მონაწილეებიდან უფრო მეტად აქტიური ილია თოფურიაა, რომელიც ვადამდელ გამარჯვებას აანონსებს, ხოლო ჯასტინ გეიჯი შედარებით თავშეკავებულია და აუდიტორიის ყურადღებას მიქცევას ორაზროვანი განცხადებების გაკეთებით ცდილობს.
ჯასტინ გეიჯი
ყველაზე საშიში მაშინ ვარ, როდესაც ოქტაგონში წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ ვბრუნდები, რადგან ჩემი გონება ასეა მოწყობილი. ძალიან რთულია წარმატებების შემდეგ კონცენტრაცია შეინარჩუნო, ხოლო როდესაც აგებ, ორმაგად მოტივირებული ხდები. აუცილებელია მთელი საწვრთნელი კემპის დროს სრულად მობილიზებული იყო და ყურადღება გარეშე ფაქტორებმა არ გაგიფანტოს.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ იანვარში პედი პიმბლეტის დამარცხების შემდეგ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, ხოლო 15 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე უკვე მუდმივი ჩემპიონის ტიტულისთვის მისი მეტოქე დაუმარცხებელი ილია თოფურია იქნება.