ილია თოფურია, ალექს პერეირა, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

„წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. მისი გვარიც არ ვიცი“ - თოფურია ჰოკიტზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ, UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციის დროს, ჯოშ ჰოკიტთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

რას ამბობს ილია:

„წარმოდგენა არ მაქვს, რეალურად ვინ არის. საიდან მოვიდა, საერთოდ ვინ არის, რომელ წონით კატეგორიაში გამოდის — გულწრფელად გეუბნებით, მისი გვარიც კი არ ვიცი. სახელიც კი არ ვიცოდი. მოკლედ, ამ ბიჭზე საერთოდ არაფერი ვიცი. ერთადერთი ის ვიცი, რომ უზრდელი ტიპია. ისეთი, რომელსაც ვერცერთ ნორმალურ ქარდში ვერ შეიყვან. ისიც კი არ მესმის, პრესკონფერენციაზე როგორ მოახვედრეს. მე ვიფიქრე [როდესაც ჯოშმა ალექს პერეირას ოჯახზე უხეშად საუბარი დაიწყო]: „ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს“. თავიდან მეგონა, ჯოში ხუმრობდა და ბოლოს ისეთ რამეს იტყოდა, რომ სიტუაციას განმუხტავდა, მაგრამ სისულელეების როშვას აგრძელებდა. ჰოდა, მეც ვუთხარი: „კარგი რა, ბიჭო, შენი ადგილი იცოდე“.

UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარი ინციდენტი დროს „ელ მატადორმა“ ალექს პერეირა დაიცვა და ჯოშ ჰოკიტს დაუპირისპირდა. ამის მიზეზი ის შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა, რომელსაც ჰოკიტი ალექს პერეირას მისამართით აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია გვერდში ძმასავით დამიდგა“ - პერეირამ ჰოკიტთან ინციდენტზე ისაუბრა
„ილია გვერდში ძმასავით დამიდგა“ - პერეირამ ჰოკიტთან ინციდენტზე ისაუბრა