„ილია გვერდში ძმასავით დამიდგა“ - პერეირამ ჰოკიტთან ინციდენტზე ისაუბრა
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზონის ჩემპიონმა, ალექს პერეიდამ UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციის დროს, ჯოშ ჰოკიტთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია თოფურია მას გვერდში ძმასავით დაუდგა.
რას ამბობს ჰოკიტი:
„თქვენ ყველამ იქ დაინახეთ ეგ. მე ინგლისური არ მესმის, და მგონი, თოფურიამაც იგრძნო, დაინახა ეგ და როგორც ძმა, ისე დამიდგა გვერდში. ჰოკიტს სახეში ბოთლი ესროლა თუ რაც იყო იმ მომენტში. თქვენც ხომ დაინახეთ, რომ ეგ ტიპი ზღვარს გადავიდა (ზედმეტებს აძლევდა თავს). ჰოკიტზე კი... საერთოდ როგორ უნდა ვილაპარაკო მაგ ტიპზე? შეიძლება ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საკუთარ ოჯახსაც კი ვერ ეწყობა. ხომ ხედავთ, როგორი ხასიათი აქვს მაგ ტიპს. შეიძლება არც თავის ძმასთან აქვს კარგი ურთიერთობა და მსგავსი რაღაცები.“
„ბრძოლის კვირამდე მისი ნახვა აღარ მომიწევს, ალბათ გარშემო უამრავი ხალხი გვეყოლება, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ რამე მოხდეს. უბრალოდ, მშვიდი და გაწონასწორებული დავრჩები, როგორც ყოველთვის ვარ ხოლმე. თუ ბრძოლის კვირაში ეს ტიპი მაინც მოახერხებს ჩემამდე მოსვლას და რამის გაკეთებას შეეცდება, ეს უკვე უბრალოდ ორგანიზაციის ჩავარდნა იქნება. მე ისეთივე დავრჩები, როგორიც ვარ.“
UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარი ინციდენტი დროს „ელ მატადორმა“ ალექს პერეირა დაიცვა და ჯოშ ჰოკიტს დაუპირისპირდა. თოფურიას თქმით, ჰოკიტს ძალიან გაუმართლა, რომ ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.