ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, დენზელ დუმფრისი
Aa
Aa

„ფანტასტიკური გუნდი იყო“ - დუმფრისმა სპალეტის ნაპოლი გაიხსენა

მადრიდის „რეალის“ ნიდერლანდელმა მცველმა, დენზელ დუმფრისმა იტალიურ გამოცემა Libero-სთან ინტერვიუში იტალიის სერია ა-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის პირველი სკუდეტო იყო. ბოლოს მოგებული ჩემპიონატიც განსაკუთრებული იყო, კრისტიან კივუსთან ერთად დუბლის მოგება ფანტასტიკა იყო.

შეუდარებელი წლები იყო: ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვთამაშობდით, მეტოქეებმა იცოდნენ, რომ „ინტერი“ მათ სირთულეებს შეუქმნიდა.

ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე? ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“, რომელსაც კვარაცხელია და ზელინსკი ჰყავდა. ეს ფანტასტიკური გუნდი იყო, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა“.

ცნობისთვის, დუმფრისმა „ინტერში“ 5 სეზონი ითამაშა (2021-2026) და ორჯერ მოიგო სერია ა, სამჯერ - იტალიის თასი, ასევე ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალვინის წყალობით ძალიან მოუმატა“ | იტალიაში კვერნაძეზე ისაუბრეს
„ალვინის წყალობით ძალიან მოუმატა“ | იტალიაში კვერნაძეზე ისაუბრეს