„სპალეტის ეგონა, ვერ გავიფორმებდით“ | ჯუნტოლიმ კვარას ტრანსფერი გაიხსენა
„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა. ჯუნტოლიმ საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, არ სჯეროდა, რომ ტრანსფერის დახურვა შესაძლებელი იყო.
„ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ვიფიქრე, ახლა შედარებით იაფი ეღირება-მეთქი. მალევე აღმოვაჩინე, რომ კვარაცხელიას არავინ იფორმებდა და დავეჭვდი, რამე პრობლემა ხომ არ აქვს-მეთქი.
ომის გამო სატრანსფერო ღირებულება შემცირდა და შემიძლია, სასაცილო ისტორიაც მოგიყვეთ. სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა ხვიჩა შეგვეძინა და როდესაც მივხვდი, რომ მისი გაფორმება რეალურად შეგვეძლო, კვარაცხელია ლუჩანო სპალეტის ვაჩვენე. მან მითხრა: „კრისტიანო, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ როგორც მითხრეს, მისი გაფორმება შეუძლებელია“. მეორე დღეს სპალეტი მილანში, თავის სახლში წავიდა, ხვიჩა კი იტალიაში ჩამოვიდა და ვუთხარი, ლუჩანოსთან წასულიყო და მისი სახლის ზარზე დაერეკა“.
ცნობისთვის, ჯუნტოლიმ „ნაპოლი“ 2023 წლის ზაფხულში დატოვა და „იუვენტუსის“ ტექნიკური დირექტორი გახდა. ამჟამად ის „ატალანტას“ სპორტული დირექტორია.