რაფინია პირველზეა, გაგუა და სალაჰი - მეხუთეზე | ქართველის ბრწყინვალე სტატისტიკა
მიმდინარე საკლუბო სეზონში, 90 წუთში გატანილი გოლებისა და შესრულებული საგოლე პასების მიხედვით, გიორგი გაგუა ერთ-ერთი საუკეთესოა. აღნიშნულ სიაში 21 წელზე უფროსი ფეხბურთელები ხვდებიან.
რაფინიამ ლა ლიგის შვიდ მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ბრაზილიელი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო გიორგი გაგუა მოჰამედ სალაჰთან ერთად მე-5 პოზიციას იყოფს.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გაგუამ 8 შეხვედრა ჩაატარა (633 წუთი), რომლებშიც 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი თამაშიდან შეაგდო და პენალტი არ დაუტანია.
რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ ექვს მატჩში ეგვიპტელის ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე პასია.
CIES Football Observatory-ს კვლევები მსოფლიოს მასშტაბით 55 ეროვნულ ჩემპიონატს მოიცავს.
რაფინია ბელოლი (ბარსელონა) - 2,25
დიონ ბელიო (დინამო ზაგრები) - 2,02
ამარ რამადანი (დუნაისკა სტრედა) – 1,78
ფერდი დრუიფი (ალმერ სიტი) – 1,66
გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა) – 1,54
მოჰამედ სალაჰი (ტრაბზონი) – 1,54
ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა) – 1.51
აივან ტოუნი (ალ-აჰლი) – 1.48
ირვინ კარდონა (სენტ-ეტიენი) – 1,44
სერხიო კამელიო (რაიო ვალეკანო) – 1,41
მიმდინარე სეზონში გიორგი გაგუას სატრანსფერო თანხა 350 000 ევროთი გაიზარდა და 700 000 გახდა (იხილეთ).
ასევე შეგიძლიათ იხილოთ CrystalSport-ის ინტერვიუ გიორგი გაგუასთან