გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი
„დუნაისკა სტრედას“ ქართველი შემტევი, გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. გამარჯვებულს 7 ექსპერტისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და 24 წლის მოთამაშეს ოთხი კონკურენტი ჰყავს.
გაგუას გარდა სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ფაბიან ბზდილი (ჟილინა), რიჩარდ ლუდჰა (სკალიცა), ალეკსა მარაში (კოშიცე) და ანდრაზ სპორარი (სლოვანი) იბრძვიან.

„დუნაისკა სტრედას შეტევა მხოლოდ ტრუსა-რამადანის დუეტზე არ არის დამოკიდებული გუნდის მნიშვნელოვანი ფებურთელია გიორგი გაგუა, რომელმაც სექტემბერში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა“, — წერს სლოვაკეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, „დუნაისკა სტრედას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. რაც შეეხება გაგუას, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 13 შეხვედრაში 6 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს.