გია ცეცაძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, დომინიკ სობოსლაი
Aa
Aa

„სობოსლაიმ ზიდანი გამახსენა, მეტის პოტენციალი არსებობს“ | ცეცაძემ უნგრეთთან მატჩი შეაფასა

„რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ უნგრულ გამოცემას, Nemzetisport-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი შეაფასა. ცეცაძემ დომინიკ სობოსლაი გამოარჩია და აღნიშნა, რომ მისმა თამაშმა ზინედინ ზიდანი გაახსენა.

„დომინიკ სობოსლაის ყურებისას ზინედინ ზიდანი გამახსენდა — და რა თქმა უნდა, არა მისი თმის გამო... სერიოზულად რომ ვთქვათ, მისი თამაში, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, თითქმის იდეალური იყო. იგი წინ პასის გაკეთების შესაძლებლობას მუდმივად ეძებდა, გიორგი მამარდაშვილის კარისკენ მიიწევდა, გოლის გატანას ცდილობდა და რაც მთავარია, მეტოქის მესამედში ძალიან სახიფათო გადაცემები დაარიგა.

ხვიჩა კვარაცხელიას ამჯერად ძალიან გაუჭირდა, რადგან როდესაც ასეთი დონის შემტევი ბურთს იღებს, მის წინ ორი-სამი ფეხბურთელი ჩნდება და წინსვლის საშუალებას არ აძლევს. ზოგჯერ, უნგრელები მეტნიც იყვნენ და როგორც ჩანს, კვარაცხელიას შესაჩერებლად სპეციალურად იყვნენ მომზადებული.

პირველ ოცდახუთ წუთს თუ არ ჩავთვლით, არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში უნდა წაგვეგო. იმ მონაკვეთში უნგრეთი აშკარად უკეთესი იყო და პირველ ტაიმში დომინირებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ეს სხვაობა აღარ მიგრძნია. გოლი რომ გაგვეტანა, ფრეს დავიმსახურებდით. მსგავსი შეგრძნება მქონდა უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩების შემდეგაც: ორივე თამაშში მეტის პოტენციალი არსებობდა.

ნახევარდაცვაში ჩვენმა რამდენიმე ლიდერმა ახლახან განაახლა თამაში, ასე რომ, ისინი ჯერ 100 პროცენტით მზადყოფნაში არ არიან. ამან თავის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბურთი ისე ვერ დავიჭირეთ, როგორც გვსურდა, უნგრეთს კი ძალიან მაღალი კლასის ნახევარმცველები ჰყავს. ეს მაინც ის საქართველოს ნაკრებია, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ასე რომ, მათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. გასული მატჩები უნდა გავაანალიზოთ, ვიპოვოთ ის, რისი შეცვლაც არის საჭირო და დარჩენილ შეხვედრებში ბევრად უფრო კონცენტრირებული ფეხბურთი ვითამაშოთ.“

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს გამართავს. „ჯვაროსნებმი“ ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდაის დაუპირისპირდებიან, რომელიც 7 ქულით ჯგუფის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსმანი ილიაზე მაღლა? სიგიჟეა“ | MMA-ის ფანები ESPN-ს მწვავედ აკრიტიკებენ
„უსმანი ილიაზე მაღლა? სიგიჟეა“ | MMA-ის ფანები ESPN-ს მწვავედ აკრიტიკებენ