ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ვიცოდით, ხვიჩასთან როგორ უნდა გვეთამაშა“ | უნგრელთა კომენტარები

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ უნგრელთა ფეხბურთელებმა, ჟოლტ ნადიმ და ატილა ოშვატმა კომენტარები გააკეთეს.

ჟოლტ ნადი

„საოცარი შეგრძნებაა. იმედია, ყველა, ვინც სტადიონზე მოვიდა, ბედნიერია. როგორღაც წინასწარ ვგრძნობდი, რომ ჩვენი დღე იქნებოდა. საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ როგორც იქნა, იღბალი ჩვენს მხარეს იყო. უნგრეთის ნაკრების გერბი დღეს ღირსეულად ვატარეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წარმატებულ გზას დავუბრუნდით“.

ატილა ოშვატი

„ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სივრცეები არ დავუტოვეთ. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ისინი გუნდურად გავანეიტრალეთ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ვიდეოანალიზი ჩატარებული გვქონდა და ზუსტად ვიცოდით, გუნდურად მის წინააღმდეგ რის გაკეთება გვინდოდა. ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ბევრი ვერაფრით დაეხმარა და მისი თამაშიდან გამოთიშვა მოვახერხეთ.

ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი ხვიჩასთან მომენტალურად ჩნდებოდა ან ვახერხებდით და მის წინააღმდეგ ორმაგ დაცვას ვთამაშობდით, რის წყალობითაც, სივრცეები არ დავუტოვეთ. როდესაც მას ვიყვანდი, ჩვენი ექვსიანი ჩემს ზურგს უკან თავისუფალ სივრცეს ავსებდა და მათ ნახევარმცველებს ზონების ათვისების შანსს არ აძლევდა, ამან ძალიან კარგად იმუშავა“.

ცნობისთვის, შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი მილოშ კერკეზია. საქართველო კვლავინდებურად უგოლოდაა და წარუმატებელი სერიის დასრულებას ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეეცდება, რომელსაც 5 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაღალ ინტენსივობასთან და პრესინგთან გამკლავება გაგვიჭირდა“ | რამაზ სვანაძის კომენტარი
„მაღალ ინტენსივობასთან და პრესინგთან გამკლავება გაგვიჭირდა“ | რამაზ სვანაძის კომენტარი