Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარა
პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა Goal-მა „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი განაახლა.
პირველი ადგილი, ისევე როგორც თვის დასაწყისში, „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა დაიკავა. მეორე უსმან დემბელეა, მესამე დეკლან რაისი.
ხვიჩა კვარაცხელია სიაში მე-7 პოზიციას იკავებს. აი რას წერს Goal-ი ქართველის შესახებ:
„თუკი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის გამორჩეული მოთამაშის დასახელება მოგვიწევდა, მაშინ ხვიჩა კვარაცხელია თითქმის ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგებოდა. „პსჟ“-ს ვინგერი ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 7 პლეი-ოფის მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებელში შედის რამდენიმე განსაცვიფრებელი დარტყმაც, როდესაც მოქმედი ჩემპიონები მორიგი ფინალისკენ იკვლევდნენ გზას.
თუმცა, კვარაცხელიას მთელი სეზონის განმავლობაში ნაჩვენებ ფორმას ასეთი სიმაღლეებისთვის არ მიუღწევია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვერგასვლა ერთგვარ „ჭერს“ (ლიმიტს) უწესებს იმას, თუ რა პოზიციაზე შეიძლება დაასრულოს მან „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში. ადამიანისთვის, რომელსაც „კვარადონას“ ეძახიან, სულ მცირე, პოდიუმზე (საუკეთესო სამეულში) მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ის ამ მიზნის მისაღწევად ძნელად თუ შეძლებს იმაზე მეტის გაკეთებას, რასაც ახლა აკეთებს“.
- წერს Goal-ი.
რაც შეეხება ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1) ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი)
2) უსმან დემბელე („პსჟ“, საფრანგეთი)
3) დეკლან რაისი („არსენალი“, ინგლისი)
4) ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
5) მაიკლ ოლისე („ბაიერნი“, საფრანგეთი)
6) კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი)
7) ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საქართველო)
8) ვიტინია („პსჟ“, პორტუგალია)
9) ლუის დიასი („ბაიერნი“, კოლუმბია)
10) გაბრიელ მაგალიაესი („არსენალი“, ბრაზილია)